სამცხე-ჯავახეთი
“საქართველო და დასავლური სანქციები რუსეთს” - GMC-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
19 ივლისი 2023
მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა,
ახალი კვლევა წარადგინა, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რა როლი
აქვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულისანქციების
რეჟიმში.
კვლევაში წარმოდგენილია, თუ
კონკრეტულად რას მოიცავს დასავლური სანქციები და რაში მდგომარეობს
რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, კვლევა მიმოიხილავს
საქართველოს მთავრობის საჯარო პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით და
დარგობრივად აანალიზებს, თუ რა სახის სანქციებს მიუერთდა ან არ
მიუერთდა საქართველო. ბოლოს კი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის
მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში განხილულია, ეხმარება თუ არა საქართველო
რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღესვე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანა
დასავლურ სანქციებს არ შეუერთდებოდა. საქართველოს მთავრობას ამ
პოზიციისთვის არ გადაუხვევია, თუმცა მათი მტკიცებით, უზრუნველყოფენ,
რომ რუსეთმა დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს
გავლით ვერ შეძლოს.
საქართველოს რუსეთისთვის სანქციები ნამდვილად არ დაუწესებია.
ერთადერთი სფერო, რომელშიც დასავლურ სანქციებს შეუერთდა, ბანკები და
ფინანსებია, რადგან საქართველო დასავლური საბანკო სისტემის ნაწილია,
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო საფინანსო სფეროში დასავლური
სანქციების რეჟიმს ავტომატურად ებმის.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის
ურთიერთობები გაღრმავდა ვაჭრობის თვალსაზრისით. რუსეთმა ქართულ რძის
პროდუქტების კომპანიებს საექსპორტო შეზღუდვა გაუუქმა. ჯამში, რუსეთის
უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა
გაზრდილია, თუმცა არა იმდენად, რომ აჩენდეს ეჭვებს რუსეთში
საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის შესვლისშესახებ.
“მართლაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაზრდილია
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც
საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან. თავის მხრივ, მნიშვნელოვნად
გაიზარდა ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან,
თუმცა რამდენადაც არც ისინი და არც საქართველო სანქციებს არ
მიერთებიან, ეს სანქციებისთვის გვერდისავლად ვერ
ჩაითვლება” - ანტონ კოკაია, მმართველობის მონიტორინგის
ცენტრი.
კვლევაში განხილულია ასევე ის შემთხვევაც, როდესაც თბილისის მერიამ
რუსულ კომპანია „კამაზს“ 4.5 მილიონ ლარიანი შესყიდვა გაუფორმა.
კვლევა ასევე მიმოიხილავს ავტომობილთა ვაჭრობის სფეროს, სადაც დიდი
ალბათობით, რუსეთში საქართველოდან მართლაც შედის სანქცირებული
დასავლური პროდუქცია. ავტოდილერებს სანქცირებული მანქანები
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე და შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე
ისე გადააქვთ, თითქოს ისინი არა გასაყიდი, არამედ კერძო ავტომობილები
იყოს. საქართველოს საბაჟო სამსახური კი ადასტურებს, რომ ასეთი
შემთხვევები შემსუბუქებულ კონტროლს ექვემდებარება.
“იმისგან დამოუკიდებლად, ეხმარება თუ არა საქართველო
რუსეთს დასავლური სანქციების გვერდისავლაში, ფაქტია, რომ დასავლური
ეკონომიკისგან გამოთიშვის ფონზე, რუსეთმა საქართველოსთან ეკონომიკური
ურთიერთობები გააღრმავა”, - ანტონ კოკაია, მმართველობის
მონიტორინგის ცენტრი.
იხილეთ კვლევა: "საქართველო და დასავლური სანქციები რუსეთის
წინააღმდეგ"