შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,კორონა რომ შემხვდეს, ვერ გადავიტან" - გორის ჰოსპიტალში 60-წლის კაცი კვირაში 3-ჯერ დადის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
60-წლის ზურა ციცქიშვილი კვირაში სამჯერ გორის ჰოსპიტალში დადის. იმ ჰოსპიტალში, რომელიც საკარანტინო სივრცედ არის გამოყენებული. ტაქსით სოფელ ფხვენისიდან მოდის, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება - 4 საათის შემდეგ. სისხლის გადასხმებს ამჯერად ჰოსპიტალის მიწისქვეშა სართულზე უკეთებენ. მას ორივე თირკმელი გაჩერებული აქვს, ასევე, ოპერაცია აქვს გაკეთებული ყელზე, ონკოლოგიური ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, საუბარიც უჭირს. ყელში სპეციალური აპარატიც კი არ უდგას. კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გაჩერებულია ტრანსპორტი. ამიტომ, ზურა ციცქიშვილს სოფელ ფხვენისიდან გორში წასვლა და წამოსვლა ტაქსით უწევს. გუშინ ტაქსს სოფლიდან გამოყვა და 2 ლარის გადახდა მოუწია. გორიდან კი, მარტო დაბრუნდა და 12 ლარი გადაიხადა. წელიწადში დახმარების სახით 500 ლარს იღებს - ,,ეს თანხა ერთ თვეში დამეხარჯებაო“ - გვანიშნა ზურა ციცქიშვილმა. მესამე წელია, იგი, ყოველ თებერვალს ერთჯერად დახმარებას 500 ლარს იღებს. დიალიზის პროგრამაში 3 წლის წინ ჩაერთო. ამ სამი წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა. ყელში ონკოლოგიური დაავადება გაუჩნდა. ოპერაციაში ერთი წლის წინ 7000 ლარი გადაახდევინეს. აქედან, 3500 ლარი სახელმწიფომ დაუფინანსა, დანარჩენი კი, - ოჯახმა დაფარა. სოფელში 3 წლის წინ დაბრუნდა, როდესაც დიალიზი დაუდგინდა. ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობს. თვითონ კი, მშობლიური სახლი ამჯობინა, რადგან ავადმყოფობის პირობებში, თბილისში ვერ იცხოვრებდა. წუხს, რომ
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია