შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ეპარქიაში ანტისეპტიკური ხსნარები დაამზადეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020
ატენისა და გორის ეპარქიის წარმომადგენლებმა ანტისეპტიკური ხსნარები დაამზადეს. სპირტისა და წყლის ნაზავი, სასულიერო პირებმა, მცირე ზომის ბოთლებში გადაანაწილეს. ეპარქიისგან კომენტარი, ჯერჯერობით, კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, საზოგადოებას არაერთი რეკომენდაცია მისცეს. ერთ-ერთ ბოლო წირვაზე მეუფე ანდრიამ განაცხადა, რომ ეკლესია და ეპარქია მზადაა ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო წირვა-ლოცვის დროს, მრევლს გარკვეული დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ,,მანძილი დავიცვათ ადამიანებს შორის, იმისათვის, რომ არ მივცეთ ურწმუნო ადამიანებს იმის საშუალება, ეკლესიის დადანაშაულებისა. ზიარების დროსაც დაიცვათ მანძილი და მშვიდად, ორგანიზებულად ყველა ეზიარება. ვიყვეთ მაგალითი სიმშვიდის, მაგალითი იმ წესების დაცვის, რომელიც არის შემოთავაზებული ჯანდაცვის მუშაკების მიერ, სახელმწიფო მუშაკების მიერ, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს." - განაცხადა მიტროპოლიტმა მრევლის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ტაძარში ვირუსი არ გავრცელდება. გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი კი, ითხოვს, რომ კორონავირუსის პირობებში აუცილებელია ტაძრების დროებით დაკეტვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემია. დღეს საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირების უკვე 70-ე შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ორი კი, საკუთარ სამშობლოში გაამგზავრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია