შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს - მარიამ ჯიშკარიანი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2021
მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა - რეაბილიტაციას საჭიროებს. "წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს", - განაცხადა ჯიშკარიანმა. პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ის 19 ნოემბრიდან გორის ჰოსპიტალში, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მკურნალობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია