შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2021
მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, იფსოსის გამოკითხვით ვიყავი, მთავარი პირველ ადგილზე, ვისაც ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად და მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელს მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს და რა თქმა უნდა ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ფულს და ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველშემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც მოკლეს ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია