შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი რისკჯგუფია და სწრაფი ტესტი უნდა დაურიგდეს სასულიერო პირებს- აკაკი ზოიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას ურჩევს, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯუგი, რომელსაც სწრაფი ტესტები შეუძლიათ დაურიგონ, სასულიერო პირები არიან. 

 

"მთავრობას ვურჩევდი, ერთ-ერთი პირველი რისკ-ჯგუფი, რომელსაც მათ შეუძლიათ დაურიგონ სწრაფი ტესტები და ჩაუტარონ კვირაში ერთხელ მაინც ტესტირება, ეს სასულიერო პირები და განსაკუთრებით, იმ ეკლესიების მოძღვარები შეიძლება იყვნენ, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხთან უხდებათ ურთიერთობა. სწრაფი ტესტების მეშვეობით სწრაფი სკრინინგი ჩაიტარონ, რომ უნებლიეთ არ გახდნენ ინფექციის გავრცელების წყარო."

ზოიძემ საერთო კოვზით ზიარების წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსად, ზიარებაში, სახარებაში არ შეხვედრია, კოვზი აუცილებელი ატრიბუტი იყოს. 

"რაც შეეხება კოვზს, მე არსად ბიბლიაში, სახარებაში არ შემხვედრია, რომ კოვზი არის აუცილებელი ატრიბუტი. მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვითი სპეციალისტი, დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, თითოეულ ადამიანს, დაიცავით წესები! დამერწმუნეთ, ეს გადაარჩენს ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის ძვირფასია,"- თქვა აკაკი ზოიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია