შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

დღეს დილიდან ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყო.

ეტაპობრივად მუშავდება ყველა კორპუსი. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ცენტრის დირექტორი მაია ქუტიძე ხელმძღვანელობს.

სადეზინფექციო სამუშაოებს ოზურგეთის მერის მოადგილე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ესწრება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია