შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს - პრემიერი ოპოზიციაზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2020

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ქვეყნის ბიუჯეტში, ჯანდაცვაზე ხარჯები იყო სულ 300 მილიონი ლარი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ, საცხოვრებელ სახლებს ჰყიდდნენ. მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ რამდენიმე მარტივი ციფრი: 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი არის 1 076 000 000, შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი ლარი, დღეს არის 240 მილიონი ლარი, პენსიები და კომპენსაციები 2012 წელს იყო 905 მილიონი ლარი, დღეს არის 2 267 000 000" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია