შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოჰაიოში მძიმე სენით დაავადებულმა ბიჭმა ბოლო სურვილად ქართული კერძები ინატრა(ფოტოკოლაჟი)

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020

ოჰაიოში მცხოვრებმა ბიჭმა, რომელსაც ლეიკემიის გამო რამდენიმე კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, ქართული კერძები ინატრა.

ნიკოს მეგობარმა ამის შესახებ პოსტი ჯგუფში, Spend 4 Seasons in Georgia გამოაქვეყნა. მან წევრებს, რომლებიც ოჰაიოში ცხოვრობდნენ, ქართული კერძების მომზადებაში სთხოვა დახმარება.

ამერიკაში მყოფმა ქართველებმა ნიკოს უკანასკნელი სურვილი სურვილი აუსრულეს. ამაში მონაწილეობა ამერიკაში საქართველოს საელჩომ და ელჩმა, დავით ბაქრაძემაც მიიღო.

„მინდა ჩემი უდიდესი მადლობა ვუთხრა შეფ-მზარეულს, მის პარტნიორ ნინიკოს, მათ მძღოლს ჯორჯს, საქართველოს საელჩოს აშშ-ში (განსაკუთრებით თამარს), და ელჩს დავით ბაქრაძეს, რომ სასწაული მოახდინეს და შეასრულეს მათეუსს ბოლო სურვილი. წარმოუდგებლად რთულ დროს, წამებში ვაშინგტონიდან ოჰაიოს შტატში, დეიტონში წავიდნენ და მოამზადეს კერძები, რომელიც მე დაგემოვნებული მაქვს, და რაც ნამდვილად წარმოადგენს ქართულ სტუმართმოყვარეობის და კაცობრიობის სულს. მოლოდინი მქონდა, რომ საელჩო ინგრედიენტების შერჩევაში დამეხმარებოდა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ საელჩო ამისთვის მისიას გამოაგზავნიდა. დაბოლოს, მადლობა ამერიკელ ქართველებს, რომლებიც კერძის მომზადებაში დახმარებას მთავახზბდნენ და ინგრედიენტებს მიგზავნიდნენ“, - წერს მძიმე სენით დაავადებული ბიჭის მეგობარი ფილიპ კოვალსკი სოციალურ ქსელში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია