შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს- დედამ ჩვილი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადააგდო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2020

გლდანის ხევის დასახლებაში, ერთერთი კორპუსის სადარბაზოსთან, ჩვილის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაღუპული ახალშობილი მეზობლებმა იპოვეს, მედიკოსებს ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები მოსახლეობა ქალის ყვირილმა გააღვიძა, სწორედ ამ ქალბატონმა იპოვა გარდაცვლილი ჩვილი.ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა დედამ საკუთარი სახლის ფანჯრიდან ბავშვი ქუჩაში გადააგდო არსებული ინფორმაციით, გოგონა 17 წლისაა. მან სახლის პირობებში იმშობიარა და ბავშვის თავიდან მოშორების მიზნის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო .

დადგენილია ბავშვის დედის ვინაობა. სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდი საკუთარი სახლიდან გამოსაკითხად წაიყვანეს და იგი უკვე სახლში იმყოფება.  

მეზობლები ამბობენ, რომ 17 წლის მოზარდი არაფერ შუაშია და დანაშაული მისი ბრალი არ ყოფილა.  

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით არის აღძრული, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ მალევე გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.   

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია