შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეხლა-შემოხლა აქვთ ვინ რა თანამდებობა დაიკავოს- სოფო კილაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2020

ამ ხალხს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე არჩევნების მოგების გარანტია რომ ჰქონდეთ, ისინი რურუას კი არა, ნახევარი საქართველო რომ დაეკავებინა ხელისუფლებას, იმასაც არად დაგიდევდნენ, ოღონდ სკამებზე დასხდნენ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სიძლიერე ნებისმიერი ქვეყნის ინტერესშია, თუმცა, საქართველოში ოპოზიციის ნაწილი დაქსაქსულია და ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ძლიერ ოპოზიციას, ასეთი ოპოზიცია ნებისმიერი ხელისუფლების ინტერესშია, რადგან ძლიერი ოპოზიცია არის ძლიერი ქვეყნის წინაპირობა დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც არის დაქსაქსული, ამავდროულად ერთმანეთში აქვთ გარჩევები და სერიოზული შეხლა- შემოხლა იმის გამო, თუ რა თანამდებობა ვინ უნდა დაიკავოს, როცა ჯერ მოგებულიც კი არ აქვთ არჩევნები და არც არის მოსალოდნელი, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ. ჩემთვის ამის ინდიკატორი პირდაპირ არის ის, რომ იმ მოდელს, რომელსაც თვითონ დათანხმდნენ, თვითონ არ უჭერენ მხარს და საბაბს იმიზეზებენ, რომ თითქოს რურუას გამო არ აკეთებენ ამას. ამ ხალხს გარანტია რომ ჰქონდეს, მათ შორის, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე მოიგონ არჩევნები, ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ისინი რურუას კი არა, ნახევარი საქართველო რომ დაეკავებინა ხელისუფლებას, იმასაც არად დაგიდევდნენ, ოღონდ სკამებზე დასხდნენ,"- განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სოფო კილაძის თქმით, ამ მხრივ რაიმე სიურპრიზებს გუნდში არ ელოდება.

„მე არ ველოდები არავითარ სიურპრიზებს „ქართული ოცნების" გუნდის შიგნით. ისე რაც ვიცით, ოპოზიციის ნაწილი არ უჭერს მხარს და დიდი იმედი მაქვს ოპოზიციის კონსტრიქციული ნაწილი, ვინც მხარს უჭერს, არ გადაიფიქრებს მხარდაჭერას. "ქართულ ოცნებაზე" ეს უკვე აღარ არის დამოკიდებული,"- აცხადებს კილაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია