შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში სასულიერო პირი მანქანით 6 წლის ბავშვს დაეჯახა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2020

გორში, სამების და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე 6 წლის ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა ავტომობილი დაეჯახა.  თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილს მღვდელი კოზმა მართავდა, რომელიც ჯერ ბორდიულს, მოგვიანებით კი ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

მცირეწლოვანი სასწრაფომ კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ექიმ ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფეთხე არ ემუქრება.

,,ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწია და გაეწერა ბინაზე",-ამბობს ექიმი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია