შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია „ლიდერმა“ წარმოება გაზარდა /R/

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2023
2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა, ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს: „კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია