შიდა ქართლი
სახელმწიფო შეიძენს გიორგი ერისთავის ნაქონ კარადას - ურჩხულების ორნამენტებით
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 ნოემბერი 2023
კარადა თარიღდება მე-18 საუკუნის 30-იანი წლებით.საქართველოს
ხელოვნების სასახლე შეიძენს გიორგი ერისთავის ნაქონ კარადას,
ურჩხულების ორნამენტებით.
ხელონების სასახლის ცნობით, კარადა თარიღდება მე-18 საუკუნის 30-იანი
წლებით. ის ამჯამად თბილისის ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩნდა. კულტურის
მეზეუმს მისი შესყიდვა 4 ათას დოლარად შესთავაზეს.
,,კარადა ერთ ცალად ინდივიდუალურად ხელითაა დამზადებული. ნივთს
უდიდესი მხატვრული და მემორიალური მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც
გიორგი ერისთავმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს,
მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული
თეტრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის
თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი
ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი
(1852-1853). ყოველივეს გათვალისწინებით, გიორგი ერისთავის ნაქონი
კარადის შეძენა მუზეუმისთვის საშური საქმეა. - აღნიშნავენ
ხელოვნების სასახლეში.
გიორგი ერისთავის სასახლე დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისში
მდებარეობს, თუმცა, კარადა, როგორც ხელოვნების ნიმუში, ხელოვნების
სასახლეში განთავსდება.