შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მაინც ვერაფერს მიხვდება, ვერც- "ოცნება" და ვერც - ბიძინა"- ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2019

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი , შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს.გთავაზობთ ამონარიდს წრილიდან: 

"ვიფიქრე ღია წერილით მივმართო-მეთქი, მაგრამ ვის გინდა, რომ მიმართო?

პრემიერს?, თვითონაც არ სჯერა, რომ პრემიერია.

ბიძინას?, მაინც არ წაიკითხავს, იმიტომ, რომ მას ყველაფერს მისი ეკა უკითხავს და იმასაც როდის მიხვდება კაცმა არ იცის.

კობახიძეს?, შეაყარე კედელს ცერცვი. არც ექნება გაგონილი ესეთი გამოთქმა.

ღარიბაშვილს?, გამეცინა.

მგონი ისევ გახარიას ჯობია მივმართო. თავი ისე მოაქვს ვითომ ყველაზე ადექვატურია. თან წერილების წერაც სცოდნია და ე.ი. წაკითხვაც ეცოდინება.

ბატონო მინისტრო,

ვეჭვობ, "ერთხანს" კიდევ მოუწევს თქვენს გუნდს ხელისუფლებაში ყოფნა. ამასობაში კი ქვეყანა უკან უკან მიდის და ჭაობში იძირება. საუკეთესო გამოსავალი თქვენი სახლში წასვლა იქნებოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. დროს კი ქვეყანა ფუჭად კარგავს. ამასობაში კი საჭიროა სასიცოცხლო რეფორმების გატარება იმისთვის, რომ თქვენს მიერ დაჭაობებული წყალი აიმღვრეს და ქვეყანას ძველი "მიმზიდველობა" დაუბრუნდეს.

სახელმწიფოს ხერხემალი განათლების სამინისტრო და საშუალო სკოლაა, ხოლო შსს მასზე ჩამოკიდებული ქონით გამოტენილი დუნდულები, რომელიც სასიკვდილოდ ამძიმებს მას და სახელმწიფოს ჯანმრთელობას აზიანებს.

რას გთავაზობთ?

სახელმწიფოს გასუქებული დუნდულების შეფერთხვას, რათა ხერხემალს ზედმეტი წონა მოვაშოროთ. ამით კი სახელმწიფო გამოვაჯანმრთელოთ.

გულახდილად კი გეტყვით, რომ რაც შემოგთავაზეთ იმის 10%-საც კი ვერ გაიგებთ და ჩაწვდებით ვერც თქვენ და ვერც ქართული ოცნების ელიტის 99%, განსაკუთრებით კი ბიძინა.

პ.ს. რეფორმის საავტორო უფლებები დაპატენტებული მაქვს.

პ.პ.ს. ხომ ხედავთ თქვენგან განსხვავებით შაბათ დილასაც ვმუშაობ, ოღონდ ქვეყანას რამე ეშველოს."- წერს ოქრუაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია