შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაპირისპირება პატრულთან-ერთი პირი ოზურგეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ოზურგეთში. საბანკეტო დარბაზ "არგოს" მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მომხდარი დაპირისპირების შდეგად ერთი პირი ოზურგეთის "სამედიცინო ცენტრშია" გადაყვანილი.

საპატრულო პოლიციასა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპიორება მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულმა მძღოლებს 10-10 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. 

კერძო ავტომანქანების მფლობელები ირწმუნებიან, რომ ადგილზე, სადაც ისინი იყვნენ გაჩერებულები, არ არის ნიშანი, რომ იქ დაპარკინგება აკრძალულია. 

"მოვიდა პატრული და მითხრა 10 ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ, რადგან მანქანის გაჩერება აქ არ შეიძლებაო.. ვიღაც ველურიძე იყო. ყოველთვის იქ ვდგებოდი და პრობლემა არასდროს არ ყოფილა, მოშივდათ ეტყობა და ნადირობა დაიწყეს მძღოლებზე. ვეკითხები-სადმე არის იმის მანიშნებელი, რომ აქ მ,ანქანის გაჩერება აკრძალულია-მეთქი? პოასუხს ვერ მცემენ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი, სოფელ ოზურგეთელია, ამ ჩხუბში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენი დააჯარიმეს, არ ვიცი, მაგრამ ქალებიც იყვნენ იქ"-გვიყვება ერთ-ერთი დაჯარიმებული.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გვეუბნებიან, რომ იქ გადაყვანილი პირის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია