შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ"-პროკურატურა გავრილოვის განცხადებების კვალდაკვალ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2019

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ" - გავრილოვის განცხადებიდან პროკურატურის განცხადებამდე ორი კვირა გავიდა.

21 ივნისს, მას შემდეგ, რაც გავრილოვი საქართველოდან ფაქტობრივად გააძევეს. გავრილოვმა რუსეთში დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ მის მიმართ გამოთქმული პროტესტი და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები, "რადიკალური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება". 

„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან“, – აღნიშნა გავრილოვმა.

მანვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, და გამოძიების პროცესში ჩართოს რუსული მხარეც. 

გავრილოვის განცხადებიდან ერთ კვირაში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ მოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

დღეს კი გენერალურ პროკურატურაში 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს კვალიფიკაცია მისცეს და განაცხადეს, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.  

335-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 20 წლამდე პატიმრობას, ხოლოდ 225-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ნიკანორ მელიას მიმართ არსებობს როგორც საქალაქო ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. მას გირაო აქვს შეფარდებული და გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. დღეს კი პროკურატურამ გამოკითხვაზე გია ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარა. 

წყარო: "პირველი რადიო"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია