შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატოცში პიანისტმა ქეთი ვარდმა ბენდთან ერთად კონცერტი გამართა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2018
,,ეს კონცერტი ყოველგვარი ფინანსური ხარჯების გარეშე იმართება." - ამის შესახებ პიანისტმა ქეთი ვარ-მა მაშინ განაცხადა, როდესაც კონცერტის გასამართად ატოცში აპარატურა მიჰქონდათ. პოლიციის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ საოკუპაციო ხაზთან აპარატურა დაამონტაჟეს. მათ მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. ოკუპაციის შესახებ სპეციალურად შექმნილი სიმღერა ბენდმა შეასრულა. ტექსტი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნის საფუძველზე შეადგინეს. პიანისტმა ასევე შეასრულა ,,რევოლუციური ეტიუდი", რომელიც შოპენმა პოლონეთის აჯანყებას მიუძღვნა. ,,ძალიან ცუდი ამინდია, ძალიან ტალახია, მაგრამ ჩვენ მაინც გავმართავთ კონცერტს. ჩვენ მოვახდენთ მუსიკალურ ოკუპაციას. იმედია არ მოეწონებათ ოკუპანტებს ჩვენი კონცერტი" - აცხადებდა პიანისტი კონცერტის დაწყებამდე. აპარატუსი გამართვის შემდეგ პიანისტმა და სხვა მომღერლებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. აქცია პერფორმანსი ორი დღის წინ დაიგეგმა. ,,ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ამ სახით გამოვხატოთ. ჩვენ მოვუწყობთ მუსიკით ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიის ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში" - განაცხადა პიანისტმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია