შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროკურორის განაცხადებით ღლონტი, ოზურგეთში მიმალვას აპირებდა- ბრალდებულმა მას "ლაწირაკი ბავშვი" უწოდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლემ ბრალდებულს პროცესი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინა. ღლონტმა ბრალმდებელს "ლაწირაკი ბავშვი" მას შემდეგ უწოდა, რაც პროკურარმა მასზე განაცხადა რომ ბრალდებული ოზურგეთში მიმალვას აპირებდა.

აღკვეთის ღონისძიებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებ. ღლონტის ადვოკატი ამბობს, რო განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და ისინი ამას ალტერნატიული გამოძიებითაც დაადასტურებენ. 

წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღლონტს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

სამართალდამცველებმა ღლონტი  29 ივლისს დააკავეს.

ლერი სულაბერიძის მანქანას 28 ივლისს, ბაგებში ესროლეს. თავად სულაბერიძეს დაზიანება არ მიუღია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია