შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ასკანის მოსახლეობა ხეების მოჭრას აპროტესტებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

"სოფელ ასკანის მოსახლეობა ხეების მოჭრას ეწინააღმდეგება."- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია"ეკო", საკუთარ ფეისბუქ გვერძე, "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" წერს:

"გუშინ "ეკო"-ს დაუკავშირდა ასკანის მცხოვრებნი და გვთხოვეს დახმარება. ჩვენც არ დავაყოვნეთ და ადგილზე გავეცანით როგორც მოსახლეობის აზრს,ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც დავუკავშირდით.
როგორც გაირკვა ეს ტერიტორია არის მერიის მუნიციპალურ მფლობელობაში, ზედამხედველობის სამსახურმა მონიშნა დაზიანებული 11 ძირი კედარი მოსაჭრელად. თან ეს ტერიტორია დამეწყრილია და საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.როგორც ზედამხედველობის სამსახურში გაგვიმარტეს-მოჭრილ ხეებს დაამზადებენ,სახერხზე დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში თვითონ მოსახლეობას მიაწვდიან.საქმიანობა ხირციელდება კანონიერად და შეთანხმებულია შესაბამის ინსტანციებთან.

რას ამბობენ თვითონ ასკანელები?
ეს ადგილი სოფელში არის ჩვენი ბავშვების სათამაშო, დასასვენებელი ადგილი. ხეებს ნუ კი გვიჭრიან, გაამაგრონ ეროზირებული ადგილი. არ დავუშვებთ ხეების მოჭრას. მოსახლეობა განცხადებით მიმართავს ოზურგეთის მერიას ამასთან დაკავშირებით.

"ეკო"-მ კონსულტაციები გაიარა სპეციალისტებთან ამ თემასთან დაკავშირებით. სპეციალისტების აზრით:მეწყერული ზონაა ,უნდა მოიჭრას დანომრილი ხეები რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებენ ეროზიის და მეწყერულ პროცესს და კედრის ნაცვლად დაირგას სხვა ჯიშის ხეები, რომელსაც უფრო განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს რათა გამაგრდეს ნიადაგი. ასევე საჭიროა გასამაგრებელი გაბიონის გაკეთება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ დადრულდება ეს დაპირისპირება,იმედია გამოსავალს იპოვიან.დღეისთვის ხეების მოჭრა შეჩერებულია.

"ეკო"თვალს მიადევნებს მომავალში განვითარებულ პროცესებს."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია