შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერთან არსებული სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე სურგულაძე დაესწრო.

საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალაქ ოზურგეთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მახარაძემ წარმოადგინა კვლევა, რომელსაც განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორთა ჯგუფს რეკომენდაციების სახით მიაწვდიან.

განიხილეს ზაზა დამენიას ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი. მერის მოადგილის ალექსანდრე სურგულაძის განმარტებით მიმდინარე წელს მომზადდება აღნიშნული გზის პროექტი. 2021 წელს კი მისი რეაბილიტაცია დაიწყება.

დღის წესრიგში დადგა სოფელ ნაგომრის წყალმომარაგების, სამამულო ომში დაღუპული მეომრების ბიუსტების შესაბამის სივრცეში განთავსებისა და უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის არარსებობით გამოწვეული პრობლემები.

ჟურნალისტმა ნუგზარ ასათიანმა ლიხაურის ტერიტორიაზე ფერადი ლითონის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის შედეგად მოსახლეობაში გამოწვეული პროტესტის შესახებ ისაუბრა და ხელისუფლებასა და საბჭოს წევრებს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების ადგილობრივებთან შეხვედრების ორგანიზებისკენ მოუწოდა.

მრჩეველთა საბჭოს მომავალი სხდომა 2 თვის შემდეგ გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია