შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მატანში დამატებით 170 პირის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დამატებით 170 პირის ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, რომლებიც შესამოწმებლად დღეს გაიგზავნება.

მისივე განცხადებით, დღეს კახეთიდან სულ 728 ნიმუში გაიგზავნა და პასუხებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

,,დღეს, 14 საათზე თბილისში PCR ტესტირებისათვის კახეთიდან გაიგზავნა სულ 728 ნიმუში, მათ შორის მატნიდან 440 ნიმუში. იქ ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის მუშაკები აგრძელებენ ეპიდკვლევას და ნიმუშების აღებას. დღეს აღებულია 170 ნიმუში.გუშინ გვიან გაგზავნილი 214 ნიმუშის ტესტირების შედეგებს დაახლოებით 3 საათში ველოდებით”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ მატანში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია