შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეების სავალდებულო ტესტირება დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2021

მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტირებას, ტაქსის მძღოლები 14 დღეში ერთხელ პერიოდულობით და ასევე ბაზარში მოვაჭრეები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, სწრაფ ტესტირებას ასევე დაექვემდებარნენ რელიგიის მსახურები, მათ შორის მესანთლეები, მგალობლები, მედავითნეები და სტიქაროსნები.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებში შემავალ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ 7 დღეში ერთხელ პერიოდულობით, PCR მეთოდით. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე შეუძლია მივიდეს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და უფასოდ ჩაიტაროს ტესტირება ანტიგენზე.

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია