შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა დახვდათ ბოლშევიკებს გორის საზაფხულო ბანაკში 1921 წელს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2021
1921 წლის თებერვლის ოკუპაციის შემდეგ, გორში, ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მენშევიკური მთავრობის მიერ დატოვებული ქონების აღრიცხვა დაიწყეს. აღრიცხვის ოქმში საზაფხულო ბანაკიც მოხვდა. 1921 წლის 10 აპრილის ოქმში მოცემულია იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელიც საზაფხულო ბანაკში ბოლშევიკებს დახვდათ. ეს დოკუმენტი გორის არქივში ინახება, რომლის გაცნობის საშუალება არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა, ქეთევან მაჭარაშვილმა მოგვცა. ,,1921 წლის აპრილის 10 დღესაც ჩვენ ქვემო ამაზედ ხელის მომწერალები აღრიცხვის ნაწილის კომისიამ თავმჯდომარეობით ჩლაიძისა და წევრებისა მარუტოვისა და ბენიევისა აღმოვაჩინეთ ქონება დატოვილ ყოფილ საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ, ქ. გორში, საზაფხულო კლუბში მოთავსებული ავეჯი: 1. საზაფხულო კლუბში რომელიც იმყოფება ქალაქის ბახში, ჩრდილოეთის მხრივ, არის ხის შენობა და შესდგება ერთი დიდი დარბაზისა სცენით, სამივე მხრიდან აქვს შემოვლილი ბალკონი, დასავლეთით არის ერთი ოთახი და ფეხადგილი, აღმოსავლეთის მხრივ არის ბუფეტი და დამატებით შენობა, რასაც შეადგენს ერთ გრძელ ბალკონს, ორათ გაყოფილს სამი ოთახით. დარბაზის უკან არის კუხნა და ყარაულის ოთახი და ფეხადგილი. დარბაზის წინ არის შადრევანი და არკა მუზიკისთვის, ამის გარდა ეზოში არის ხის მაღალი ბუტკა.. 2. ჩალის დამტვრეული სკამები 3. გრძელი ზურგიანი სკამები 4. ბილიარდის სკამები 5. ფიცრის მაგიდა ლოტოსთვის 6. როიალი 7. რკინის გატეხილი კრავოტი 8. შკოლის პარტა 9. ელექტრონის ჭაღი 10. გატეხილი პატარა მაგიდა 11. სხვადასხვა ხის სცენის ნაწილები 12. გძელი უზურგო სკამები 13. ტაბურეტკები 14. ლედნიკი 15. ხის გრძელი დაზგა 16. გატეხილი ვეშოლკა 17. ეზოში ზურგიანი სკამები 18. ბახში არის ერთი ხის ბუთკა დავადგინეთ: ესე აქტი იქმნეს წარდგენილი გორის მაზრის რევკომის განკარგულებაში." როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გორის რევკომმა ქონება 1921 წლის მაისში ჩაიბარა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია