შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნადიკვარის პარკის რებილიტაცია მაისში დასრულდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2021

თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით,  პარკის რეაბილიტაცია მაისის თვის დასაწყისში დასრულდება.
მისივე თქმით, იგეგმება ფანჩატურების რეკონსტუქცია, გაკეთდება გადასახედები, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ტერასები და აღდგენილი იქნება ნადიკვარის პარკის ცენტრის ადრინდელი სახე.

„სამუშაოები ბევრად ადრე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ პროექტმა მოითხოვა კორექტირება, კონკრეტულად კი, ფანჩატურების შეცვლა და ამის შესაბამისად დროც გაიწელა. პროექტის ღირებულება 317 000 ლარია“,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.

მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია