შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტები ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021
რამდენიმე პაციენტი, რომელსაც თირკმლის უკმარისობა აწუხებს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გააგზავნეს. სააგენტო ,,რესის ცნობით, ამის მიზეზი აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ცხინვალის საავადმყოფოს პერსონალი, აპარატურის შესაკეთებლად, სპეციალისტებს რუსეთიდან ელოდებოდა, თუმცა კავკასიონზე, როკის გვირაბის ჩაკეტვის გამო, ჩამოსვლა ვერ შეძლეს. როკის გვირაბი, უხვი ნალექებისა და უამინდობის გამო, თითქმის ორი კვირა ჩაკეტილი იყო. გზის გახსნისთანავე პაციენტები ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანეს. ცხინვალის საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები აპარატურის ხშირ დაზიანებას უხარისხო წყლის გამოყენებას უკავშირებენ. დაზიანების შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალშიც დაფიქსირდა. ჰემოდიალიზის ცენტრი  ახალი აღჭურვილობით 2019 წელს გაიხსნა. დიალიზი — ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია