შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კასპში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021
ბოლო 24 საათში კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს მონაცემები არ მოიცავს მხოლოდ ე.წ. წითელი ზონის სოფლებს: ქვემო ჭალას, სამთავისსა და იგოეთს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში გამოვლენილ შემთხვევებს. როგორც კასპის საზოპგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა.  ,,წითელი ზონის სოფლებში 5 აპრილს 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 აპრილს არც ერთი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება წინა დღეებს, 25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სამთავისსა და ქვემო ჭალაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი სამთავისის ეკლესიის სასულიერო პირებისგან და მრევლისგან (სულ 19 პირი) გავრცელდა. 7 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თვითიზოლაცია 24 ადამიანს მოეხსნა. ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1087-ს აღწევს, მათ შორის - 298 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 530 ადამიანი.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია