შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

3 ახალგაზრდას ეძებენ, რომელიც ძამის ხეობის გავლით სამცხე-ჯავახეთში გადასვლას გეგმავდა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2021
3 ახალგაზრდა, რომელიც ძამის ხეობის გავლით, ახალქალაქში გადასვლას აპირებდა, დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის რაიონში მიდიოდნენ. ახლობლების განმარტებით, ისინი თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ, ბოლოს ახალგაზრდები ძამის ხეობის შესასვლელში ნახეს. "თბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და ძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირებით", - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი ,,სამხრეთის კარიბჭესთან საუბარი. მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს. "ბოლოს 16:00 საათზე კამერებმა სოფელ ლევიტანასთან დააფიქსირეს, მას შემდეგ კვალი იკარგება, ისეთი ხეობაა ტელეფონი არ იჭერს, გუშინვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ ვშიშობთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნათ", - უყვება ,,სამხრეთის კარიბჭეს კიდევ ერთ-ერთი დაკარგულის ნათესავი. სოფელი ლევიტანა კი მდინარე ტანას სათავეში მდებარეობს. სავარაუდოდ, ახალგაზრდები იმ ადგილზე იმყოფებიან, საიდანაც ორი მდინარე: აბუხალოსწყალი (ძამას შენაკადი) და ტანა იღებს სათავეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს სამაშველო სამსახური, პოლიცია და მეგობრები ეძებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: "ვითხოვთ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩართონ, დროული დახმარება სჭირდებათ". სამი დაკარგულიდან ორი კოთელიაში ცხოვრობს, ერთი კი თბილისში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია