შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება

საზოგადოება
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აგვისტო 2021

Green4Georgia არასამეწარმეო, არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ადგილობრივი და ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყის გაშენება და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაა.

გარემოს დაცვა, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება, კომპანია Green4Georgia-სათვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველწლიურად დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების მაღლებისაკენ.

ჩვენი გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებაში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ხეების დარგვითა და დონაციით წვლილის შეტანა.

თქვენ მიერ დარგულ ყველა ხეს აქვს უნიკალური კოდი, რომელშიც შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი ხეები და დააკვირდეთ მათი ზრდის პროცესს.

 

 

ჩვენ დედამიწელები ვართ, შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლით, მასზე ვიზრუნოთ, მოვუაროთ და უფრო მეტად გავამწვანოთ.

14, 15 და 16 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კომპანია Green4Georgia-ს ორგანიზებით კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება.

 

2021 წელს, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, კოლხური ფლორის დენდრარიუმის და სანერგე მეურნეობის შექმნა.

სამ დღიან ეკოტურში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია

 ტურის განრიგი:

 

·        14,15, 16 აგვისტო

·        გასვლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან

·        დრო: 10:00 სთ.

·        ჩასვლა ჩხოროწყუში

·        კოლხური ბზის კალმების შეგროვება

·        დაბრუნება ზუგდიდში

·        მასტერკლასი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

·        ბზის დაკალმება ბოტანიკურ ბაღში

·        სასურველი ზომის ნერგის სახლში დარგვა

 

დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გამო, კოლხური ბზა 2013 წლიდან IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს თითოეულ მოსახლეს, ბზის გადარჩენაში წვლილის შეტანა, მისი დაკალმება და გაზრდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის:

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ლინკს https://bit.ly/3k5wauK

+995 568 81 72 72

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3yIWZt6

 

საკონტაქტო პირი: ნინა პერტენავა

+995577141444; pertenavanina@gmail.com

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია