შიდა ქართლი
მარიამ ჭალიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 სექტემბერი 2022
18 წლის მარიამ ჭალიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში 100%-იანი
გრანტით ჩაირიცხა. ამბობს რომ არ ელოდა, ამიტომაც ემოციების კადრებზე
აღბეჭდვა ვერ შეძლო. ისე უბრალოდ ,,შეიხედა’’ ვებგვერდზე და საკუთარი
შრომის სასიამოვნო შედეგი აღმოაჩინა.
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
უბრალოდ გადავამოწმე "ყოველი შემთხვევისთვის" და დავრჩი ზედმეტად
ბედნიერი და ატირებული. კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ გრანტს ვერ
ავიღებდი ჩემი უსაყვარლესი ხატვის მასწავლებლის გაბრიელ
ველიჯანაშვილის თავდაუზოგავი შრომის გარეშე. ტელე-მხატვრობის
ფაკულტეტზე ჩავირიცხე.‘’ - გვიზიარებს ემოციებს მარიამი.