კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიპის უფასო ვაქცინაციის პერიოდი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2022

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

ცნობისთვის, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 30 ნოემბრის ჩათვლით კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია