კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2022

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-2023 სასწავლო წლების მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყო.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაეკოკლუბების კონკურსია და დაარსების დღიდან საქართველოს 1 000 მდე სკოლას, 9 000-მდე მოსწავლესა და 1 000-მდე მასწავლებელს აერთიანებს. კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.

კონკურსში მონაწილე ეკოკლუბები წლის განმავლობაში ახორციელებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს forestry.ge-ზე განთავსებული ამოცანების მიხედვით და ამგვარად აგროვებენ „ნერგებს“.

,,ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ყველაზე მეტი „ნერგის“ მქონე ეკოკლუბელები გადადიან ნახევარფინალურ, შემდეგ კი ფინალურ ტურში. ფინალურ შეხვედრაზე, მოწვეული ჟიურის ექსპერტთა ჯგუფი გამოავლენს გამარჯვებულ ეკოკლუბებს, რომლებსაც ქართველი მეცნიერის, ბოტანიკოსისა და მწერლის – ნიკო კეცხოველის სახელობის ჯილდო, ფულადი პრიზები და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.

პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენის და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ სკოლებისთვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღების და გაზიარების, პიროვნული ზრდის და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესია.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში: https://cutt.ly/oN2YFj5

გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – CENN-ის მიერ 2015 წლიდან ტარდება, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი”,-აცხადებენ CENN-ის წარმომადგენლები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია