კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება.

ამ დროისთვის საძირკველის და კარკასის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს კედლების მოწყობა და გადახურვის სამუშაოები.

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საჭიდაო, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზები და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა.

შენობა აღიჭურვება გასახდელებით, საშხაპეებით და ადმნისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახებით.

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია