კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2023

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს.

ხუთი გარდაცვლილიდან, პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილი, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ.

დაკრძალვის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში, მოსახლეობაც შეიკრიბა, რომლებიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს და პროცესიას შეუერთდნენ.

გარდაცვლილების ოჯახების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამაც.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს , 49 წლის ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია