კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2023

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსი ახალგაზრდებისთვის დასრულდა და გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით გამოვლინდნენ.
კახეთიდან კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ რუისპირის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი: ნაზი ღარიბაშვილი და სპეციალური პრიზის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი, გვანცა მოლაშვილი. მათ, კონკურსის ორგანიზატორებისგან დიპლომები, ლეპტოპები და კამპანიის სხვა ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
,,აღიარება და დაფასება დიდი მოტივატორია ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის. ვფიქრობ, სხვებსაც გაუჩნდებათ მოტივაცია და ჩაერთვებიან მსგავს საინტერესო კონკურსებში. ეს ქვეყანა ჩვენია”, – განაცხადა knews.ge-სთან გვანცა მოლაშვილმა.
სამოქალაქო კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით კამპანია “ეს ქვეყანა შენია” 2018 წლიდან მიმდინარეობს.
კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“ 2023 წლის აპრილში გამოცხადდება და მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია