თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნინი ჭორმოსიაშვილი წარმატებული ძიუდოისტია.
მას სხვადასხვა სინჯის მედლები აქვს მიღებული, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი მიზანია მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მოგება.
,,მე-10 კლასში ვსწავლობ. ძიუდოზე დედამ მიმიყვანა. რაც დრო გადიოდა, საზოგადოების მხრიდან უფრო და უფრო ბევრი სტერეოტიპული წინააღმდეგობა მხვდებოდა. გოგო ძალისმიერ სპორტში ვერ წარმოედგინათ. ხშირად მეუბნებოდნენ, რა გინდა ძიუდოზე, ძიუდო ქალის სპორტი არ არისო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე უფრო მეტის გაკეთების სურვილი მიჩნდებოდა. შეჯიბრზე გასვლის დროს ჩემი მწვრთნელის და ოჯახის გვერდში დგომა მაძლიერებს. მაქვს სხვადასხვა სინჯის მედლები, მაგრამ ჩემი მიზანია მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მოგება. გოგოებს კი ვეტყვი, რომ იყავით ძლიერები და ჯიუტად მისდიეთ თქვენს ოცნებებს”,- აცხადებს ნინი.