კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერთიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს – რას აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2023

რუსეთი საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, იქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის და საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რაც პერსონალის ტრეინინგის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირების გაუქმების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მეორე ინიციატივა არის „საქართველოდან რუსეთში კონიაკის სპირტის იმ სიიდან ამოღების საკითხი, რომელიც აკრძალულია საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის“.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოდან 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, აქედან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 160 მლნ დოლარი იყო. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნუკ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია