კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლი ინგრევა -ფოტოები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მაისი 2023

თელავში, ზაირა კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლი დანგრევის პირას არის.

აღნიშნულ სახლში ცნობილი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე მათე ალბუთაშვილი ცხოვრობდა. 9 აპრილის გმირის მსხვერპლის ზაირა კიკვიძის ქუჩაზე, მძიმე მდგომარეობაშია ასევე სხვა ისტორიული ძეგლებიც. ზაირა კიკვიძე პანკისელი ქისტების დიდი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის შვილიშვილი იყო. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის აბელ კიკვიძის ვაჟის, ასევე ისტორიკოს-არქეოლოგის იაზონ კიკვიძის მეუღლე იყო.
ზაირა კიკვიძე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლია. სწორედ ამიტომაც მიენიჭა მისი სახელი ზემოაღნშნულ ქუჩას, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია