გაიცანით თუშეთის, წოვათას ხეობის რეინჯერი, საქართველოში ყველაზე უხუცესი (82 წლის) ტყის მცველი აშირა აბაშიძე.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რეინჯერს აქვს მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება სატყეო მიმართულებით. დაიბადა სოფელ ზემო ალვანში, 1941 წლის 23 თებერვალს. სასოფლი-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, 1961 წელს, მუშაობა დაიწყო თუშეთის სატყეო მეურნეობაში მეტყევე-ტექნიკოსად და დღემდე ერთგულად ემსახურება ბუნებას.
მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ილტოს აღკვეთილის დაარსებაში.