შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა ქართლის პოლიცია პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებს არ აქვეყნებს - TI

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2023
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი ერთ-ერთია იმ 20 უწყებიდან, რომელიც კონტრაქტებს არ აქვეყნებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის. "შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს, რადგან შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში. გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს 2021 წლის 24 მარტის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია