კახეთი
ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 სექტემბერი 2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის
სამუშაოების დასრულდა.
საგარეჯოს მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა.
„ე. წ "ნასადგომარის" წყლის პროექტი სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით
მოამარაგებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დამატებით მოეწყო 2
ჭაბურღილი, დამონტაჟდა ცენტრალური მაგისტრალი და სატუმბი სადგური,
განხორციელდა ელექტრო ენერგიის გადამცემი საყრდენი ბოძებისა და ქსელის
მოწყობის სამუშაოები, რის შედეგადაც, სოფელების ანთოკსა და
მარიამჯვრის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება
აღუდგა,“-აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სოფელ გიორგიწმინდისა და
ანთოკ-მარიამჯვრის გამრიცხველიანების პროექტირება.