კახეთი
საქართველოში ამინდი გაუარესდება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
12 სექტემბერი 2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მომდევნო
დღეებში, ამინდი გაუარესდება.
მათივე თქმით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის,
რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის
და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან
სეტყვა.
“8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება,
ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს
უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი
ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული
ღელვა.”-აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.