კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის მერია პირველკურსელებს დააჯილდოებს

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 400, 500 და 600 ლარით დააჯილდოებს. თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს მათ სკოლა.

„2023 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ყველა პირველკურსელი წახალისდება ერთჯერადი ფულადი დახმარებით: ოქროს მედალოსანი სტუდენტი - 600, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტი - 500, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტი კი - 400 ლარის ოდენობით.“ - აცხადებენ მერიაში.

პირველკურსელმა ჯილდოს მისაღებად, მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტი;
  • ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
  • ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან პირის სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე;
  • ცნობა საჯარო სკოლის დამთავრების (ოქროს მედალზე ან/და ვერცხლის მედალზე) შესახებ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 2023 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლას 191 ლაგოდეხელი აბიტურიენტი გააგრძელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგით, სახელმწიფო გრანტი 25-მა სტუდენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 7-მა მათგანმა მიიღო.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია