შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ჭადრაკში კახეთის ღია პირველობა ჩატარდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა.
შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირის ჩემპიონობა და შესაბამისად, გარდამავალი თასი, საგარეჯოს გუნდმა დაისაკუთრა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე კი თელავისა და გურჯაანის საჭადრაკო კლუბები გავიდნენ. გამარჯვებულებს და პრიზიორებს, მედლებისა და სიგელების გარდა, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი ვაუჩერი გადაეცათ.

ღონისძიებას, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, გენერალური მდივანი ზურაბ მიქაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია