შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონულ ჩემპიონატზე გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა ყველაზე მეტი მედალი აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2020
22-23 თებერვალს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

„ჩატარდა კახეთის ზონალური ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფში. მონაწილეობას იღებდნენ 12-16 წლის ასაკის გოგონები და ბიჭები. ტურნირი გაიმართა შვიდ ტურად შვეიცარიული სისტემით ბიჭებში და წრიული სისტემით გოგონებში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მასპინძლებმა ყველაზე მეტი თასები და მედლები ავიღეთ. თორმეტწლიანებში ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა დათა ყალაბეგაშვილმა და მოიპოვა უფლება მომავალში საქართველოს ფინალში ითამაშოს. მეორე ადგილზე გავიდა თელაველი ანდრია არუთინაშვილი, მესამეზე კი საგარეჯოელი ფართლი საბრი.
რაც შეეხება გოგონებს, თორმეტწლიანებში პირველი ადგილი აიღო ლიკა ბუზალაძემ ლაგოდეხიდან, მეორე ადგილზე გავიდა მარიამ აგულაშვილი საგარეჯოდან, ხოლო მესამეზე - ორჯაძე ნატალია თელავიდან.
16 წლის ასაკში ბიჭებში პირველი ადგილი დაიკავა გურჯაანელმა ალექსანდრე წანაწყენიშვილმა, მეორეზე გავიდა ასევე გურჯაანელი გიორგი წანაწყენიშვილი, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლაგოდეხელი მარი ლიმარი. მან ბიჭებში ითამაშა. 16 წლის ასაკში გოგონებში პირველი ადგილი აიღო ნინო ესაიაშვილმა, მეორე გურჯაანელმა მაგდა ღამბაშიძემ და მესამე ადგილი ასევე გურჯაანელმა მარიამ ყალაბეგაშვილმა დაიკავა. “

გამარჯვებულები შესაბამისი თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე გიორგი ქიტესაშვილმა ყველა მონაწილეს საკუთარი სანერგე მეურნეობიდან იშვიათი ჯიშის ხილის ნერგები გადასცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია