შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუმლაყის სკოლის ვაჟთა ბადბინტონის გუნდი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2020
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, ტარიელ დათუაშვილი ამბობს, ვაჟებთან ერთად, ასევე წარმატებით იასპარეზა გოგონათა გუნდმაც.
„შეჯიბრზე ორი გუნდი მყავდა წაყვანილი - გოგონების და ბიჭების. ბიჭებმა პირველი ადგილი აიღეს, ხოლო გოგონებმა - მეორე. სულ ოთხი მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. სკოლას გადასცეს თასი, ბავშვებს - მედლები და დიპლომები.“

მისივე თქმით, გამარჯვებული გუნდი თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აპრილში გაიმართება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია