შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2020
21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავენ.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა ჟურნალისტს, ვისაც გაცნობიერებული აქვს ამ პროფესიის პასუხისმგებლობა და ვუსურვო, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, პროფესიული წინსვლა, ვიზიტორების სიმრავლე და ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი - საზოგადოების ნდობა და სიყვარული,“ - ამბობს speqtri.ge-ს დამფუძნებელი, მაია ყალაბეგაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ეს თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს და პირველი ქართული გაზეთის დაარსებას დაუკავშირდეს. შეგახსენებთ, რომ "ქართული გაზეთი"-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ანუ ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია