შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასტუმრო "ახაშენი-ღვინის კურორტი" საკარანტინო ზონად გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
"ახაშენი ღვინის კურორტი & სპა" შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული დროით საკარანტინე ზონად გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.


„სასტუმროს პერსონალმა გაიარა სპეციალური ტრენინგი და ყველა წესის დაცვით ემსახურება შენობაში მოთავსებულ სტუმრებს, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და სპეციალურ საჭიროებებზე ადაპტირებული ნომრით სარგებლობს. თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა სტანდარტების შესაბამისი პირობები შეუქმნან კარანტინში მყოფ პირებს.“- აღნიშნული განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და იქ მყოფთა მდგომარეობა მუდმივად კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.


ამავე თემაზე იხილეთ:

KTW ჯგუფი სახელმწიფოს კარანტინისთვის სასტუმრო ახაშენს სთავაზობს
კახეთის საკარანტინო ზონაში 392 მოქალაქე იმყოფება
პარლამენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია