შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა უქმდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მოხსნილია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ავტომანქანით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება აკრძალული იყო.


მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის დარჩება.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა - ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, შენარჩუნებული იქნება ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის სამოქალაქო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია