შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ონლაინრეჟიმზე ბაკურციხის, სოფელ გურჯაანის და ვაზისუბნის სკოლებიც გადავიდნენ

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სწავლების მოდელზე კიდევ სამი სკოლა გადავიდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამის შესახებ მშობლებმა დირექციას სპეციალური განცხადებით მიმართეს.
„გუშინდლიდან შვიდი დეკემბრის ჩათვლით კიდევ სამი სკოლა გადავიდა ელექტრონულ სწავლებაზე. ესენია: ბაკურციხის, სოფელ გურჯაანისა და ვაზისუბნის სკოლები. დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებში სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. “

დალი მინდიაშვილის თქმით, ონლაინ სწავლება ამჟამად სულ ექვს სკოლაში მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია